ძირითადი თარიღები

1800 წ.  28 დეკემბერი - გარდაიცვალა ქართ-კახეთის მეფე გიორგი XII
1801 წ.  იანვარი - ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებლად გამოცხადდა დავით გიორგის ძე ბაგრატიონი
              მაისი - დავით გიორგის ზე გადაყენებულ იქნა რუსების მიერ სამეფოს გამგებლობიდან და შექმნილ იქნა დროებითი მმართველობა
              12 სექტემბერი - ალექსანდრე I-ის მიერ ხელმოწერილი მანიფესტით გაუქმებულ იქნა ქართლ-კახეთის სამეფო
1802 წ. 12 აპრილი თბილისში, რუსული ზარბაზნებით ალყაშემორტყმულ სიონის ტაძარში გამოცხადდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ მანიფესტი
              აპრილ-მაისში  გაუქმდა ქართლ-კახეთის დროებითი მმართველობა
              მაისში თბილისში ამოქმედდა ”საქართველოს მმართველობა”
              პოლიტიკური გამოსვლა კახეთში
1803 წ.  სამეგრელოს სამთავროს შესვლა რუსეთის მფარველობაში
              დარეჯან დედოფლის გადასახლება რუსეთში
1804 წ. მაისი - აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ ქართლის მთიანეთში
              რუსეთის ჯარების შეჭრა იმერეთში
               სოლომონ II-ის შესვლა რუსეთის მფარველობაში იძულებით
              გურიის  სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღებულად გამოცხადება
              იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების გადასახლება რუსეთში
              თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის გახსნა
1806/1812 წ.წ. რუსეთ-თურქეთის ომი
1809 წ. რუსეთის ჯარების მიერ ფოთის აღება
              ქუთაისის დაკავება რუსეთის ჯარების მიერ.
1810 წ. იმერეთის მეფე სოლომონ II-ის აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ
             იმერეთის დაპყრობა რუსეთის მიერ
             გურიის  სამთავროს შესვლა რუსეთის მფარველობაში
             რუსეთის ჯარების მიერ სოხუმის გათავისუფლება
             აფხაზეთის სამთავროს შესვლა რუსეთის მფარველობაში
1811 წ. ახალქალაქის თურქთაგან გათავისუფლება რუსეთის ჯარების მიერ
             მცხეთის საკათალიკოსო ტახტის (ავტოკეფალიის) გაუქმება რუსეთის მიერ
1812 წ. იანვარი კახეთის აჯანყება. ახმეტის მოვლენები
             მარტი - ჩუმლაყის ბრძოლა
             ბუქარესტის ზავის დადება
             შილდის ბრძოლა
             ნოემბერი - მანავის ბრძოლა
1813 წ. გულისტანის ზავი
1815 წ. სოლომონ II-ის  გარდაცვალება ტრაპიზონში
1819 წ. იმერეთის აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ
             პირველი ქართული გაზეთის  ”საქართველოს გაზეთი”  (”ქართული გაზეთი”) გამოცემა
1820 წ. იმერეთის აჯანყების გავრცელება გურიაში, რაჭასა და სამეგრელოში
1825 წ. პეტერბურგში შეთქმულთა პირველი წრის აღმოცენება
1826 წ. შეთქმულთა წრის აღმოცენება მოსკოვში
1827 წ. შეთქმულთა წრის აღმოცენება თბილისში
1828 წ. თურქმანჩაის ზავი
             რუსეთ-თურქეთის ომის დაწყება
             რუსეთის ჯარების მიერ ახალქალაქის, ახალციხის, არტაანის, ბაიაზეთის აღება.
             რუსეთის ჯარების შესვლა გურიის სამთავროში.
1828-1832 წ.წ. გამოდიოდა გაზეთი ”ტფილისის უწყებანი”
1829 წ. თურქების მიერ ახალციხის ალყაში მოქცევა
              სოფელ მუხაესტატესთან (გურიაში) ქართული მილიციის და რუსული ჯარების მიერ თურქებზე გამარჯვება
              ადრიანოპოლის ზავი
              გურიის სამთავროს გაუქმება
1830 წ. რუსეთის მიერ საინგილოს (ჭარ-ბელაქანი) შემოერთება
1830-1831 წ.წ. პოლონეთის აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ
1830-1832 წ.წ. შეთქმულთა ორგანიზაციების შექმნა საქართველოში
1832 წ.  სოლომონ დოდაშვილის მიერ ჟურნალ ”სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებეთანი” გამოცემა
               ნოემბერი - შემუშავდა ე.წ.  ”პირველი ღამის განკარგულება”
               9 დეკემბერი - იასე ფალავანდიშვილის მიერ შეთქმულთა გაცემა
1833 წ.  ციოყ და თათარხან დადეშქელიანების მიერ რუსეთის ქვეშევრდომობის მიღება.



Комментариев нет:

Отправить комментарий